ხვალიდან თბილისში რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტზე, რომლის განხორციელებაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ტენდერები არაერთხელ ჩაიშალა, თუმცა ამჯერად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილებაც მიღებულია. რუსთაველის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციას კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ განახორციელებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, სამუშაოები კი ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
სტუმარი: რეზო მგალობლიშვილი - კომერციული უძრავი ქონების ლიცენზირებული სპეციალისტი, „თბილისის კომერციული სივრცე“, დამფუძნებელი
თათია ჩაფიჩაძე - BMG, რეპორტიორი


































