რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. საქართველოში პროტესტის 26-ე დღე გრძელდება.
ამ წუთებში ''ვეკუას'' და ''კომაროვის'' სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიდიან, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
''თვლა ჩვენ უკვეთ ვიცით, საქართველოს პლუს ევროკავშირი უდრის თავისუფლებას''- ეს არის დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი.
აქციის მონაწილეობის მოთხოვნა უცვლელია, ისინი უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებას და ხელახლა არჩევნებს ჩატარებას ითხოვენ.