საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული მარშები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. აღნიშნული მარშები მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესაც უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.