თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების იერსახის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს ფასადების გაუმჯობესებას და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას რუსთაველის გამზირის მთელ გაყოლებაზე. ახალი ტენდერების მთლიანი ღირებულება 3.3 მილიონი ლარია და ის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 90 მილიონ ლარამდე იქნება. რა მიმდინარე პროექტები აქვს თბილისის განვითარების ფონდს, როდის იგეგმება მათი დასრულება და რა ეკონომიკური ეფექტის მომტანია გამზირების რეაბილიტაცია?
სტუმარი: გიორგი პაპავა - თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი;