მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

234

რუსთაველზე, სადაც დღეს შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა, აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული და გზაზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ. 16 პირი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები