მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა - პროტესტის 315-ე დღე

აქცია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ საავტომობილო გზა გადაკეტილია. დღეს პროტესტის 315-ე დღეა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები.

აქციას „საზმაუს მარში“ შეუერთდა, რომლის მონაწილეებიც თავდაპირველად რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და გეგმა წარადგინეს.

გეგმის თანახმად, საპროტესტო მარშების რუტინის ეტაპობრივი ცვლილება იქნება, კერძოდ, გაფართოვდება და გამრავალფეროვნდება. ასევე, გეგმა ითვალისწინებს დათქმულ თარიღებში საინფორმაციო მსვლელობასა და მასშტაბურ ღონისძიებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები