მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია “გადადგეს და დაისაჯოს ღარიბაშვილი” მიმდინარეობს

60eb0c8875847
BM.GE
11.07.21 19:19
906
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია "გადადგეს და დაისაჯოს ღარიბაშვილი" მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი არიან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები, რომლებიც “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილებს მედიის წარმომადგენლები მიმართავენ.

5 ივლისს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები