მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა

სს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. 12 დეკემბრის აქციას, ევროპარლამენტარები შეუერთდეს. ევროპარლამენტის წევრები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.

მსვლელობისას, ევროპარლამენტარები აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ. როგორც ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აქციაზე მედიასთან განაცხადა, მათ საქართველო ევროპულ ოჯახში სჭირდებათ, არა მარტო საქართველოს სჭირდება ევროპა".

მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები