მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის გამზირზე შენობების რეაბილიტაციაც მომავალი წლისთვის გადაიდო

რეაბილიტაცია

რუსთაველის გამზირზე გზის და მიწისქვეშა კომუნიკაციების გადავადებასთან ერთად, 2026 წლამდე გადაიწია შენობა-ნაგებობების ფასადების რეაბილიტაციის ვადამაც, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მერია რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სამი თვის ვადაში გეგმავდა, თუმცა სირთულეებიდან გამომდინარე, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.

„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადადწყვეტილება, რომ წელს აღნიშნულ სამუშაოებს არ ვაწარმოებთ და გადავდებთ მომავალი წლისთვის. ამასთან, პირველი იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შემდეგ კი დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლება-რეაბილიტაცია, თავისი ფასადებით, რადგან ბევრი მათგანი ავარიულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუკი გზის რეაბილიტაცია 2026 წლამდე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემის გამო გადავადდა, რატომ გახდა ფასადების ნაწილში გადავადება აუცილებელი.

შედეგები ანულირებულია - რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერები ხელახლა გამოცხადდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები