2024 წლიდან “თბილისის განვითარების ფონდი” რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა გუშინ გამართულ მერიის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მოგვიანებით მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, საპროექტო სამუშაოების ტენდერი იანვრიდან გამოცხადდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია განსაზღვრული, საიდანაც 60 მილიონი შენობების რეაბილიტაციისთვის, 30 მილიონი კი საგზაო ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯება. რაც შეეხებათ ახალ შენობებსა და სასტუმროებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ახლახან აშენდა ან რეაბილიტირდა, მერის მოადგილის განმარტებით, ექნებათ კომუნიკაცია მესაკუთრეებსა და მცხოვრებლებთან და უმეტესად კერძო სახლების რეაბილიტაცია იგეგმება.
რა გავლენა ექნება ქუჩის რეაბილიტაციას გამზირზე არსებულ კვების ობიექტებზე, სასტუმროებზე, მოლებზე და ზოგადად ბიზნესზე?
სტუმარი: რევაზ მგალობლიშვილი - რითეილ უძრავი ქონების სპეციალისტი, Sakura Properties;