მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთაველის თეატრი რობერტ სტურუას სპექტაკლ "ვეფხისტყაოსნის“ პრემიერისთვის ₾820 400-ის პროჟექტორებს ყიდულობს

რობიკო სტურუა
12.09.25 10:58
9159

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი 820 400 ლარის პროჟექტორებს ყიდულობს. მთავრობამ თეატრს შესაბამისი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მისცა.

გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად, რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსანი“ საპრემიერო ჩვენების უზრუნველყოფისთვის, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი, საჭიროა 28 მოძრავი პროფილური სანათის/პროჟექტორის შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 820 400 ლარია.

როგორც შესყიდვის შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობის დასაბუთებაშია აღნიშნული, პროექტის მზადების პერიოდში გამოვლინდა არაერთი ტექნიკური პრობლემა და საჭიროება. კერძოდ, სრულიად მწყობრიდან გამოვიდა რუსთველის ეროვნული თეატრის სცენის მხატვრული განათების ნაწილი და სასწრაფოდ შესაძენი გახდა მოძრავი პროფილური სანათები, რომლის გარეშეც ვერ გრძელდება რეპეტიციები და პრემიერისთვის მზადება.

ცნობისთვის, სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები