მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე Hyatt-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის თარიღი კვლავ უცნობია

5e4422530227e
ანუკა ჯოხაძე
12.02.20 22:15
1345
თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე Hyatt-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნის თარიღი ისევ უცნობია. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც აუქციონზე წლების წინ კომპანია Rustaveli Property Ltd-იმ შეიძინა, დღემდე რეკონსტრუქციის პროცესშია. როგორც კომპანიის დირექტორი მინდია გადაევი ამბობს, ამ ეტაპზე ადგილზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ამის მიუხედავად, ბიზნესმენი პროექტის დასრულების ზუსტ თარიღს მაინც ვერ ასახელებს:

“ჩვენ დამოუკიდებლად კერძო ინვესტიციით ვაკეთებთ პროექტს. კონკრეტული გეგმა თუ როდის დავასრულებთ გამოკვეთილი არ გვაქვს, იმიტომ რომ ველოდებით კონსტრუქციული საკითხების გადაჭრას. წლის განმავლობაში კონსტრუქციული საკითხები დალაგდება უკვე და გვეცოდინება როდის დავასრულებთ. მაგალითად, ჩვენ ვგეგმავდით, რომ 6 თვე დაგვჭირდებოდა მიწის სამუშაობზე, მაგრამ უფრო მეტი დაგვჭირდა, ამიტომ დასრულების კონკრეტული დროის დასახელებისგან თავს ვიკავებთ.”

Rustaveli Property-მ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა სახელმწიფო აუქციონზე 2012 წელს 13,2 მილიონ ლარად შეიძინა. გაყიდული შენობის რეკონსტრუქცია, კი სამი წლის შემდეგ, 2015 წელს დაიწყო.

მესაკუთრეები სასტუმროს დასრულებას ჯერ 2017 წელს, შემდეგ 2019 და 2021 წელსაც კი ვარაუდობდნენ, თუმცა, დღეს დასრულების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები