მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლით ზურაბიშვილმა და ვაშაძემ თანაბარი - 40%-40%-იანი მხარდაჭერა მიიღეს

5bd5e22183813
თელარა გელანტია
28.10.18 20:20
762
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით, კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, “ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა და „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში თანაბარი - 40%-40 %-იანი მხარდაჭერა მიიღეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მონაცემები 16:00 საათისაა და დეტალურად ასე გამოიყურება: გრიგოლ ვაშაძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 40%; დავით ბაქრაძე - 10%; შალვა ნათელაშვილი - 3%; დავით უსუფაშვილი - 2%; ზურაბ ჯაფარიძე - 2%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები