მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ცნობით, მათ მოთხოვნებზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს

5d344a644ea8f
BM.GE
21.07.19 15:18
1203
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ქიბარ ხალვაშისგან უარი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას ითხოვდნენ, რომელიც მათი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი იქნებოდა. ასევე, ისინი ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვდნენ, რომლებშიც მათი დაცვის მექანიზმები იქნებოდა ჩადებული.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსა და არხის ახალ გენდირექტორ პაატა სალიას შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

წყარო: IPN

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები