რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსის ახალი მარშრუტი დადგინდა
თელარა გელანტია
25.01.19 18:10
• 4073
დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა.
ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასლისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება.
მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.