რუსთავის აზოტის მენეჯმენტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც bm.ge- ს სს „რუსთავის აზოტის“ დირექტორის პირველმა მოადგილმ ლევან ბურდილაძემ განუცხადა სასამართლომ უსაფუძვლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
„რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს არის მოკლებული და აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებში“- აღნიშნა ბურდილაძემ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სს “რუსთავის აზოტს” 56 გათავისუფლებული თანამშომლების აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.

























