„რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილე საპენსიო რეფორმის ამოქმედებას აფასებს.
როგორც არჩილ მიქელაძემ აღნიშნა, კომპანია მიესალმება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას და მთავრობის ამ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ჩვენ საპენსიო რეფორმაში პრობლემას ვერ ვხედავთ. პირიქით, ძალიან კარგია, რომ თანამშრომლები იღებენ დამატებით ხეირს ამ რეფორმის შედეგად. კომპანიას, დაახლოებით, 2000-მდე თანამშრომელი ჰყავს და საპენსიო სქემაში თითოეული მათგანი ჩაერთვება კანონის შესაბამისად“, - განაცხადა „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ.
საქართველოში ნახევრადსავალდებულო, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

























