მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის ფოლადი: ივლისში ირანიდან არმატურის იმპორტი გაორმაგდა

5b890e6d9d3d9
BM.GE
31.08.18 13:37
4040
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა. ინფორმაციას, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ უკვე რამდენჯერმე განაცხადეს დემპინგურ ფასად ირანული არმატურის შემოსვლაზე ქართულ ბაზარზე, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა.

„ირანის არმატურის იმპორტი ექსპონენციალურად იზრდება და რამდენიმე თვეში ადგილობრივი ბაზრის 10% დაიკავა. ჩვენ ველოდებით ამ ტენდენციის ზრდას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ირანული პროდუქციისთვის ღია აქვს კარი, მაშინ როცა მეზობელმა ქვეყნებმა დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ჩაუკეტეს საზღვრები და დაუწესეს გადასახადები.

მოვითხოვთ სასწრაფო რეაგირებას მთავრობის მხრიდან. მთავრობამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და სასწრაფოდ მიიღოს ზომები თავისუფალი ვაჭრობის წესების დასაცავად“,-აცხადებენ კომპანიაში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები