მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის ფოლადი" მთავრობას მიმართავს - მოგვიწევს 300-მდე თანამშრომლის დათხოვნა

5b87d6c32d782
სალომე მეცხვარიშვილი
30.08.18 16:00
2291
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის განცხადებით, თუ ხელისუფლებამ ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიმები არ აამოქმედა მომდევნო თვეში 300-მდე თანამშრომლის დათხოვნა მოუწევთ. როგორც bm.ge-ს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში განუცხადეს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამოქმედებულმა ახალმა რეგულაციებმა, რომელიც ალუმინსა და ფოლადზე დამატებით გადასახადს აწესებს, დარგს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.

ერთი მხრივ, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შეაჩერა ამერიკაში უნაკერო მილების მიწოდება, რადგანაც იმპორტის გადასახადის გათვალისწინებით ეს აღარ უღირს, მეორე მხრივ კი ქართულ ბაზარზე გააქტიურდა ირანული პროდუქცია.

„უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ დემპინგურ ფასად ირანული არმატურის შემოსვლაზე ქართულ ბაზარზე, მაგრამ კიდევ არ გადადგმულა ნაბიჯები არასამართლიანი კონკურენციის წინააღმდეგ. ირანული არმატურის რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვიურად ორმაგდება და ჩვენ ველოდებით ამ ტენდენციის ზრდას. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არის რომელსაც ირანული პროდუქციისთვის ღია აქვს კარი, მაშინ როცა მეზობელმა ქვეყნებმა დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ჩაუკეტეს საზღვრები და დაუწესეს გადასახადები“,- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე თქმით, წლის დასაწყისი გაზარდეთ წარმოების მოცულობები და შექმნეს დამატებითი სამუშაო ადგილები, მაგრამ ახლა იძულებულები არიან, კვლავ შეამცირონ წარმოება და სამსახურიდან გაათავისუფლონ თანამშრომლები.

„ასევე ვგეგმავდით მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, რომელიც ინდუსტრიაში შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს პროექტიც გაჩერებულია გაურკვეველი ვადით.

ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ შესაბამისი უწყებების მიერ არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. საჭიროა სწრაფი რეაგირება. მივმართავთ სახელმწიფოს სასწრაფოდ მიიღოს შესაბამისი ზომები თავისუფალი ვაჭრობის წესების დასაცავად. ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენთვის სასათბურე პირობების შექმნას. მოვითხოვთ წესების დამრღვევი მოთამაშეების დასჯას. ეს თუ არ მოხდა საფრთხე დაემუქრება ათასობით სამუშაო ადგილს, რომლიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით დასაქმებულები არიან ინდუსტრიაში“,- განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები