მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის კულტურის სახლს რეაბილიტაციას "ბილდკინგსი" ჩაუტარებს, რომლის დირექტორი "ოცნების" შემომწირველია

რუსთავის კულტურის სახლი

რუსთავის კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ბილდკინგსი“ ჩაატარებს, რომლის დირექტორი, ლაშა რუხაძე „ოცნების“ შემომწირველია. რუხაძეს 2021 წელს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ 15 000 ლარი აქვს შეწირული.

რუსთავის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 318 651 ლარი იყო, ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. „ბილდკინგსის“ გარდა, წინადადება წარდგენილი ჰქონდა „ემ-სი გრუპსაც“, რომელსაც ნაკლები თანხა ჰქონდა შეთავაზებული - 10 მლნ ლარის ოდენობით, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მიანიჭეს და საბოლოოდ გამარჯვებულად ლაშა რუხაძის კომპანია გამოავლინეს, რომელიც სამუშაოებს 10 318 651 ლარად შეასრულებს.

„ბილდკინგსთან“ ხელშეკრულება უკვე დადებულია. სამუშაოების შესრულების ვადად 365 დღე ანუ ერთი წელია განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები