ქალაქ რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამის შესახებ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
მისი თქმით, ფასადების რეაბილიტაციისთვის 1 700 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო სკვერების, ასფალ-ბეტონის და ველობილიკების რეაბილიტაცია შედარებით მაღაბიუჯეტიანია;
სწორედ ამიტომ რუსთავის მერის თქმით, შესაძლოა, პროექტის ამ ნაწილმა 2020 წლისთვის გადაიწიოს.
ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 3 700 000 ლარია.
“კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის პროექტირება მიმდინარეობს; 2019 წლისთვის გამოყოფილია შესაბამისი თანხა, რომელიც ფასადების რეაბილიტაციას მოხმარდება. ასფალტ-ბეტონის და სკვერების მოწყობის თანხა შედარებით მაღალბიუჯეტიანია. 2019 წელს თუ გვექნება საშუალება, ბიუჯეტი მზად არის და შეგვიძლია ამაზე მუშაობა დავიწყოთ; თუ ეკონომიის ხარჯზე ამას ვერ შევძლებთ, ეს პროექტი 2020 წლამდე გადაიწევს. 1 700 000 ლარია გამოყოფილი ფასადების რეაბილიტაციაზე, სკვერების, ასფალტ-ბეტონის და ველობილიკების პროექტის ღირებულება 3 700 000 ლარია“, - აცხადებს ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.