მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის მერიას მალე ე.წ ჩატბოტი ექნება

5dcad713547b4
BM.GE
12.11.19 20:59
1081
რუსთავის ინოვაციების ჰაბი ქალაქის მერიისთვის ე.წ ჩატბოტს ამზადებს. ამის შესახებ ჰაბის ხელმძღვანელმა რევაზ ბარბაქაძემ Bm.ge-ის განუცხადა. მისი თქმით, ბოტი, რომელიც მოსახლეობას მერიის სერვისების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რამდენიმე თვეში იქნება მზად.

„მსგავსი ბოტი არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ გააჩნია. უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა, წლის ბოლომდე პირველი ვერსია გვექნება, ხოლო საბოლოოდ დახვეწილი ვერსია იანვარში ან სავარაუდოდ თებერვალში იქნება მზად. ძალიან ბევრი სერვისი აქვს ქალაქს, რომელიც უნდა იყოს ბოტში ასახული, რათა მოსახლეობამ სრულფასოვნად შეძლოს მისი გამოყენება. მანამდე ბოტი სატესტო რეჟიმში იქნება“, - განაცხადა რევაზ ბარბაქაძემ.

მისივე თქმით, ბოტის შექმნას აფინანსებს რუსთავის ინოვაციების ჰაბი, რომელსაც მიღებული აქვს გაეროს განვითარების პროგრამის გრანტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები