რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ამერიკის უდიდეს ნავთობკომპანიას ფოლადის მილებს მიაწოდებს- ამის შესახებ bmg-ს რუსთავის მეტალურგიის ქარხანაში განუცხადეს. მათი თქმით, Exxon Mobil-თან მილების მიწოდებაზე წინასწარ შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„ქარხანამ ამერიკაში მილების ექსპორტი შარშან დაიწყო. აშშ-ს მიერ ფოლადის ნაკეთობების იმპორტზე შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, რუსთავი აგრძელებს ექსპორტს ამ ქვეყანაში. გაყიდვები ფართოვდება ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც. ახლახანს რუსთავმა, მკაცრი კონკურენციის პირობებში, ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის სახელმწიფო გაზის მომპოვებელ კომპანიასთან“.-აცხადებენ რუსთავი მეტალურგიულ ქარხანაში.
მათივე თქმით, წელს დაგეგმილია ექსპორტის გეოგრაფიის გაფართოება მათ შორის გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის მიმართულებით. არსებულ კლიენტებს ასევე დაემატება სამხრეთ კორეისა და ინდოეთის მომხმარებლები.

























