მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულო

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო. 19 აპრილს გავრცელდა განცხადება, რომ ფრაქციამ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენება იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ დღის წესრიგის თანახმად, ახალი თავმჯდომარის და მოადგილეების არჩევა დღევანდელ სხდომაზევე უნდა მოხდეს.

რუსთავის საკრებულოს შენობასთანქართული ოცნებისდა „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, მომხდარიქართულ ოცნებასადანაციონალურ მოძრაობასშორის ღია თანამშრომლობაა.

დღეს უპრეცედენტო სხდომა იყო, როდესაც პირველად, ღიად, ფარულ თანამშრომლობაზე არ ვსაუბრობ, "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ერთობლივად გადაირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ჩემი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. „ქართულმა ოცნებამსაკრებულო თავიდან ბოლომდე გადააბარა "ნაციონალურ მოძრაობას“, - თქვა ბერდია სიჭინავამ.

ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ 2022 წელს აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები