მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 1.6 მლნ ლარის კონკურსი გამოცხადდა

12

მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე 1.6 მლნ ლარის ღირებულების კონკურსი გამოაცხადა. მანამდე ფონდს პროექტირებაზე ბაზრის კვლევა ჰქონდა გამოცხადებული.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბაზრის კვლევის შედეგად განისაზღვრა რეაბილიტაციის სავარაუდო ღირებულება. კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვროს 1,596,000 ლარით, დღგ-ს გარეშე. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პარკის რეაბილიტაცია 6 თვეში უნდა დაასრულოს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი კონკურსში მონაწილე კომპანიებს მსხვილ სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებას სთხოვს. განაცხადების შეტანა კომპანიებს 9-დან 14 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები