მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში დევნილებისთვის საცხოვრებელ კომპლექსს “საბა კონსტრაქშენი” 81 მილიონად აშენებს

6454f60811ecb
BM.GE
05.05.23 16:35
1204
რუსთავში 800 დევნილისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კომპლექსს 81 მილიონ ლარად “საბა კონსტრაქშენი” აშენებს. ახალი საცხოვრებელი რუსთავში, XVIII მიკრორაიონში, დავით აღმაშენებლის და გრიგოლ ხანძთელის ქუჩების გადაკვეთაზე იგეგმება. ტერიტორიის მთლიანი ფართობი 2 ჰექტარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში სავარაუდო ღირებულებად 92.9 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, მასში 1-მილიონიანი ფასის კლებით “საბა კონსტრაქშენმა” გაიმარჯვა. ერთი ბინის საბოლოო საშუალო ღირებულება პროექტით 101,000 ლარად განისაზღვრება.

ბინების განაწილება ფართობების მიხედვით ასეთია:

1 (ერთი) ოთახიანი - 320 ბინა - 40% - (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 30-40 მ 2;

2 (ორი) ოთახიანი - 320 ბინა - 40% - (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 50-60 მ 2;

3 (სამი) ოთახიანი - 80 ბინა - 10% - (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 70-80 მ 2;

4 (ოთხი) ოთახიანი - 80 ბინა - 10% - (დასაშვები ცდომილება სრული ბინების რაოდენობის +/- 10%) ბინის საორიენტაციო საერთო ფართი 90-100 მ 2.

ტენდერში “საბა კონსტრაქშენის” გარდა ასევე მონაწილეობდა “ანაგი” 82.9 მლნ ლარი და ამხანაგობა CRBC - CCTEB 82 მილიონი ლარი.

პროექტი კონტრაქტის გაფორმებიდან 720 დღის ვადაში უნდა აშენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები