მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში ენერგეტიკული სასწავლებლის, Edison Center-ის პრეზენტაცია შედგა

“თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოების ცენტრი” მასში გაწევრიანების მსურველებისთვის ოფიციალურად აღებს კარს !

ედისონის ცენტრის წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები დაესწრნენ.

ცენტრის მენეჯმენტი ენერგეტიკოსებს მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ პროფესიონალი კადრების მომზადების პროცესში. აკადემიური პერსონალის მიღება უკვე დაწყებულია, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა დარეგისტრირდეს ქვემოთ მოცემულ ბმულზე, გაიაროს რეგისტრაცია და დააფიქსიროს ცენტრის სასწავლო პროცესში ჩართულობის მზაობა.

ელექტროენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულებთა,საქართველოსთვის ახალი კონცეფციის გაერთიანებას ამბიციური გეგმები აქვს. Community Centre -ის მიზანია ინდუსტრიაში ტრანსფორმაციული ცვლილებების განხორციელება და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ყველაფერი სფეროში მომუშავე ადამიანების უშუალო ჩართულობით, სინერგიით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომაც აკადემიური პერსონალით ცენტრის დაკომპლექტების პროცესიც ღია და ტრანფარენტულია, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგეტიკული სექტორის გარდაქმნის პროცესში, რაც უპირველეს ყოვლისა პროფესიონალი კადრების მომზადებით იწყება.

ცენტრის შესახებ სხვა საინტერესო ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ BMG -ის ჟურნალისტების, გიორგი არონიასა და გიორგი თოლორდავას მომზადებულ სიუჟეტში

თუ თვლით, რომ თქვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ღირებული იქნება თქვენი კოლეგებისა და ახალგაზრდა თაობისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/_თანამშრომლობა_

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები