მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი უახლესი ავტომატური სადგურის საშუალებით განხორციელდება

5c5d293ae7d9c
BM.GE
08.02.19 11:00
644
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

სადგურის საშუალებით ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციების შემცველობა.

ავტომატური სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ ახალ პორტალზე - http://air.gov.ge აისახება.
ახალი პორტალი - http://air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები