მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსთავში საგზაო მონიშვნებზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

5b154d5312e89
თამუნა დემეტრაშვილი
04.06.18 18:30
533
ქალაქ რუსთავში საგზაო მონიშვნების სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი 1 მილიონი ლარით დააფინანსებს. პროექტს მუნიციმალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომელიც სამუშაოების შესყიდვის მიზნით კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარსადგენად იწვევს.

საგზაო მონიშვნისა და დახაზვის სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, შემოსასვლელიდან მერიამდე იგეგმება. ჯამში დაიხაზება 9 კილომეტრის გზა და განთავსდება 640 საგზაო ნიშანი. წინადადებების მიღება 3 ივლისს სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები