სოკარ ჯორჯია გაზის, რუსთავის ადგილობრივი და ქვემო ქართლის სამხარეო ხელისუფლების მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 17 მარტის მდგომარეობით 808 ბინა შეამოწმა. 471 ბინაში გაზგამათბობლები არასწორად არის დამონტაჟებული. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ რუსთავის სერვის- ცენტრის მენეჯერმა გელა წერეთელმა „ქრონიკას“ განუცხადა, სპეციალური ჯგუფი სულ 1489 ბინაზე იმყოფებოდა, თუმცა აბონენტების დიდი ნაწილი კონტაქტზე არ გამოვიდა. სპეციალური ჯგუფი აბონენტების შემოწმებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. შეგახსენებთ, ბოლო დროს რუსთავში გახშირებული და ფატალურად დასრულებული ცო-თი ინტოქსიკაციის შემთხვევების გამომწვევ ძირითადად მიზეზად , სწორედ თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები დასახელდა.
garb.ge

























