მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის "გალფის" რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი გაიხსნა

BM.GE
02.05.23 08:27
224
ქალაქ რუსთავში ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის რიგით მეოთხე საკალათბურთო მოედანი გაიხსნა, რომელიც „გალფის“ და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტია. სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე საფარით. გალფმა უკვე გახსნა საკალათბურთო მოედნები თბილისში, გორში და სენაკში. შემდეგი საკალათბურთო მოედნის გახსნა ქალაქ ქუთაისში იგეგმება.