მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ გაზზე დამოკიდებულის შესამცირებლად, გერმანია გაზის შეძენას ყატარიდან გეგმავს

62378f78a2cd0
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 00:30
1070
გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ ისწრაფვის და სხვა მომწოდებლებზე ორიენტირდება, რომელთა შორისაა ყატარი. ამ მიზნით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ხაბეკი კვირას დოჰას სტუმრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tagesspiegel-ი ავრცელებს.

„ეს არის ნაბიჯი „უპუტინო“ გაზის ხანგრძლივ გზაზე“, - ციტირებს ეკონომიკის მინისტრს გამოცემა. მათივე ცნობით, მიღებულ იყო გადაწყვეტილება, გრძელვადიანი ენერგოთანამშრომლობის გაფორმების შესახებ, რის შესახებაც გერმიანიის ეკონომიკის მინისტრმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში განაცხადა.

კომპანიები, რომლებიც ეკონომიკის მინისტრს დოჰაში ახლდნენ, ყატარის მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

„წელს რუსული გაზი ჯერ კიდევ გვჭირდება, მაგრამ არა მომავალ წელს. ყველაფერი ასე იწყება, ამიტომ ის ვისაც ყურები აქვს, უნდა მოგვისმინოს“ - ასე მიმართა რობერტ ხაბეკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები