ე.წ რუსულ კანონს დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. განხილვა პარლამენტში პროტესტის ფონზე ჩაივლის. 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ. 19 საათზე კი რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არსად არ ეჩქარებათ და მუხლობრივ განხილვებს თუ საჭირო გახდება რამდენიმე დღე გააგრძელებენ. წინა დღეებისგან განსხვავებით პარლამენტში მეორე მოსმენით საკითხზე მსჯელობა დილიდან არ დაწყებულა და ვიდრე ე.წ რუსულ კანონზე დაიწყებოდა სხდომაზე განხილვები სხვა საკითხები იყო დღის წესრიგში.