რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი და ემბარგო ამოქმედდა - რას ნიშნავს ეს ბაზრისთვის?
BM.GE
05.12.22 16:35
• 300
ახალი რეალობა ნავთობბაზარზე - დღეიდან რუსულ ნავთობზე ემბარგო და ფასის 60 დოლარიანი ჭერი ამოქმედდა, აღნიშნული სანქცია იმას გულისხმობს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლაზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გაიხდიან. ასევე, დღეიდან შევიდა ძალაში ემბარგოც, რაც რუსული ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირებას ეხება. ამ ფონზე ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციამ საერთაშორისო ბირჟისთვის ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. OPEC-ის ხელმძღვანელობის შეფასებით, ბაზარზე არსებული ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ 2022 წლის ბოლომდე ნავთობის მოპოვება და მიწოდება არ შეიცვალოს.