მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ საწვავზე ორიენტირებული იმპორტიორების ნაწილი კვლავ ევროპულ ბაზარს უბრუნდება

საწვავი ძვირდება. სექტემბრის დასაწყისში ბრენდირებულ ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ფასმა ისევ მოიმატა. ყველაზე მოთხოვნადი ევრო რეგულარის ფასი ამჟამად, 2 ლარი და 69 თეთრიდან 2 ლარსა და 82 თეთრის დიაპაზონშია. ბოლო დღეებში ფასების დაკორექტირება მოხდა სოკარისა და ვისოლის ქსელებში, 1 სექემბერს ფასი 10 თეთრით გაიზარდა გალფის ქსელშიც. საწვავი ბოლო თვეებია ძვირდება. მხოლოდ მაისიდან ბენზინის ფასი 40 თეთრზე მეტად არის გაზრდილი. ნავთობიმპორტიორები საწვავის გაძვირების მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, ერთ-ერთი რუსეთში არსებული ვითარებაა. კერძოდ, ოკუპანტმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვება შეამცირა, რამაც ქვეყანაში დეფიციტი შექმნა. როგორც ირკვევა, უკვე ორი თვეა რუსეთიდან საქართველოში პრემიუმის ტიპის საწვავი არ შემოსულა. ამასთან, რუსულ კომპანიებს ექსპორტის გადასახადი გაუზარდეს, თითქმის 17 დოლარამდე, რამაც საწვავის ღირებულება გაზარდა. ახლა ქართველი იმპორტიორებისთვის რუსული ბაზარი ნაკლებად საინტერესო ხდება. ბიზნესის ნაწილმა ევროპულ ბაზარზე დაბრუნება დაიწყო. რუსეთი არასაიმედო პარტნიორია - ამბობს ბიზნესი. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირსა და სენტა პეტროლიუმში აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე რუსული საწვავი ყველაზე იაფი იყო, რაც საქართველომ სწორად გამოიყენა და თუ ახლა პროდუქციის იმპორტი პრობლემა გახდება, მათი თქმით, ბიზნესმა მიმართულება უნდა შეიცვალოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები