მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსულენოვანი მოსახლეობის ნახევარმა აჭარა დატოვა" - როგორი იყო 2023 წელი ბათუმისთვის?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის მესამე კვარტალის ანგარიშის მიხედვით, საქართველო წელს უფრო მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. 9 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.

მთლიანობაში რუსეთიდან 1,508,187 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,528,193 მოქალაქემ. შესაბამისად, ქვეყნიდან 20,006-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა. უშუალოდ მესამე კვარტალში კი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა 766,278 შემოსვლა და 780,514 გასვლა დაფიქსირდა.

რუსულენოვანი მოსახლეობის მასიურ გასვლაზე საუბრობენ აჭარაშიც. ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტების თითქმის ნახევარმა დატოვა. როგორ ასრულებს წელს აჭარა და ქალაქი ბათუმი?

სტუმარი: ირაკლი თავართქილაძე - ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორი, რესტორანი "აკროპოლე" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები