მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული აპლიკაციების საფრთხე - რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ონლაინ ვაჭრობის?

ჩინური კომპანიებიდან მასობრივად გამოყენებული და ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტუალური ონლაინ სავაჭრო აპლიკაცია თემუ გახდა. ონლაინ სივრცეში ფინანსური ტრანზაქციებისა და მომხმარებლების ზრდასთან ერთად გაზრდილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. დისტანციურად ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ონლაინ პლატფორმები მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს აგროვებენ. სავაჭრო ორგანიზაციებისთვის ცნობილი ხდება მომხმარებელთა საბანკო ანგარიშები და საცხოვრებელი მისამართები, ასეთი მონაცემები კი კიბერ-კრიმინალისთვის და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ფასდაუდებელი მასალაა. რისკები განსაკუთრებით რუსული წარმომავლობის აპლიკაციებიდან მოდის. ამ მხრივ ახალ საფრთხეზე საზოგადოება ელექტრონული კომერციის ადგილობრივ ბაზარზე რუსული კომპანია „ოზონი“-ს შემოსვლის დროს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. ოზონამდე იყო ინფორმაცია რუსული მარკეტფლეისის Wildberriesის შემოსვლაზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები