მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული ავიასანქციების შემდეგ, საქართველოში სომხეთიდან ტუროპერატორების აქტიურობას ელოდებიან

5d176876e54c1
დავით ჯალაღონია
29.06.19 19:22
16983
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი რუსული ავიასანქციების შედეგად მოსალოდნელი ზიანის შესამცირებლად აქტიურად მუშაობს.

როგორც მან BM.GE–სთან საუბრისას განაცხადა, ამ სამუშაოს ფარგლებში, იგი ცოტა ხნის წინ სომხეთიდან დაბრუნდა, სადაც ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.

"სომხეთში ბევრ ტუროპერატორს შევხვდი და დადებითი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. რაც ჩამოვედი, იმ წუთიდან სომხურ და ქართულ ტუროპერატორებს ერთმანეთს ვაკავშირებ. იქ 30–მდე კომპანიას შევხვდი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა ყველა ასოციაცია, რომელსაც ტურიზმის სექტორთან კავშირი აქვს. ვისაუბრეთ დეტალურად, რა ხდება ქვეყანაში", – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და დასძინა, რომ ამავე მიზნით შემდეგ კვირაში აზერბაიჯანში, უახლოეს მომავალში კი ყაზახეთში ვიზიტებს გეგმავს.

"რაც შეეხება ჩარტერების დანიშვნას, ამ ეტაპზე ტურ–ოპერატორები ადგენენ პაკეტებს, რომლის დახმარებითაც უნდა გაივსოს ჩარტერები. ამ სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ კონკრეტულად გვეცოდინება, სად შეიძლება ფრენების დაგეგმვა", – განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შესაძლოა, საქართველოდან მსოფლიოს 10 მიმართულებით, ჩარტერული რეისები დააფინანსოს, კონკრეტულ მიმართულებებზე რეკომენდაციებს კი კერძო სექტორისგან ელოდება.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიები - საქართველოში, ქართული ავიაკომპანიები კი რუსეთში ფრენებს ვეღარ განახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები