დეზინფორმაციის გავრცელება და მისი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიწოდება მათი მართვის და საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედების ერთ-ერთი გზაა. ამ ტაქტიკას განსაკუთრებულად ხშირად რუსეთი მიმართავს. რუსული პროპაგანდა და ცრუ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვრცელდება, მათ შორის ევროკავშირშიც და მიუხედავად იმისა, რომ მის აღმოსაფხვრელად ბევრი ბერკეტი არსებობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილამდე მიღწევას მაინც ახერხებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მსხვერპლი საქართველოცაა.