მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსული Forbes ბათუმს 10 ყველაზე პოპულარულ საკურორტო ქალაქს შორის ასახელებს

57cd24d987124
BM.GE
05.09.16 11:50
2446
რუსულმა Forbes-მა ბათუმი შემოდგომაზე დასასვენებლ 10 ყველაზე პოპულარულ ადგილს შორის დაასახელა. გამოცემა წერს, რომ ბათუმი საქართველოში ყველაზე კარგად განვითარებული საზღვაო კურორტია. სტატიის ავტორი აჭარის შავიზღვისპირეთის ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას და მკითხველს გონიოს ციხის მონახულებას ურჩევს. გარდა აჭარისა, გამოცემა მკითხველს ახლომდებარე ისტორიული ძეგლების მონახულებასაც ურჩევს, მათ შორის ვარძიისა და გელათის. გამოცემა მკითხველს ბათუმში სექტემბერში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებსაც აცნობს.
 
Forbes რუსი ტურისტებისთვის ბათუმში მოგზაურობის ხარჯებს 32 000 რუბლად აფასებს.

გარდა ბათუმისა, რეიტინგში მოხვდა ბაქო, ყირიმი, კრეტა, მაიორკა, სარდინია და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები