რუსული Forbes-ის მფლობელი მაგომედ მუსაევი აცხადებს, რომ მთელი Forbes Media Group-ი შეიძინა. ამის შესახებ სტატიას The Washington Post-ი აქვეყნებს.
The Washington Post-ის თანახმად, მათ მოისმინეს აუდიო და ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ნიუ-იორკში მუასაევის 60-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე იყო გაკეთებული. ამ ჩანაწერებში მუსაევი აცხადებდა, რომ Forbes Media Group-ის რეალურ მყიდველს სწორედ ის წარმოადგენდა.
სხვა ჩანაწერში კი მუსაევი საუბრობს ამერიკელ ენტერპრენერზე, ოსტინ რასელზე, რომელმაც 2023 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ Forbes Media Group-ს $800 მილიონ დოლარად ყიდულობდა. მაგომედ მუსაევის განცხადებით, რასელი ამ გარიგების სახეს წარმოადგენდა და რომ გამოცემის რეალურ მყიდველს სწორედ მუსაევი წარმოადგენდა და ამის შესახებ არავის არ უნდა გაეგო.
The Washington Post აღნიშნავს, რომ მუსაევის განცხადებებიდან არ არის ნათელი, გულისხმობდა თუ არა ის, რომ თავად დაეხმარა გარიგების დადებას, იყო საიდუმლო ინვესტორი, თუ უბრალოდ ცრუ და გაზვიადებულ განცხადებებს აკეთებდა.
რასელმა Washington Post-თან საუბრისას უარყო მუსაევის ან სხვა გარე პირის მონაწილეობა გარიგებაში. გარიგებასთან რაიმე შემხებლობა უარყო თავად მაგომედ მუსაევმაც.
თუმცა, The Washington Post აღნიშნავს, რომ ორი ბიზნესმენი ერთმანეთს არაერთი წელია იცნობს. საჯარო დოკუმენტების თანახმად, მუსაევმა 2016 წელს $20-მილიონიანი საწყისი ინვესტიცია განახორციელა ოსტინ რასელის კომპანია Luminar-ში, რომელიც შემდგომ რამდენიმე მილიარდიან აქტივად იქცა.
Forbes-ის თანახმად, ოსტინ რასელის ქონება $1.6 მილიარდად, თავად მაგომედ მუსაევის ქონების შესახებ კი ინფორმაცია გამოქვეყნებული არაა.