საქართველოს ბიზნეს სექტორში რუსული გავლენა განსაკუთრებით ელექტროენერგიის სექტორში შეინიშნება. რუსულ გავლენებს ქართულ ბიზნესში ანგარიში აისეტის კვლევითმა ცენტრმა მიუძღვნა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რუსი ბიზნესები ან რუსეთის მოქალაქეები უშუალოდ ფლობენ ან აკონტროლებენ ელექტროენერგიის გამომუშავების, მიწოდების, გადაცემის ან ვაჭრობის პროცესს. რუსული გავლენა შეინიშნება ბუნებრივი ნავთობის სექტორშიც. ნაკლები ან ნულოვანი გავლენა შეინიშნება საბანკო, ტურიზმის, მშენებლობისა და სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით. რა რისკებს ხედავენ ეკონომისტები რუსულ ბიზნესებსა და მათ გავლენებში? რა დასახელებული რისკების პარალელურად, რა ძირითად რეკომენდაციებს აჟღერებენ ექსპერტები?