მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული გავლენები ქართულ ბიზნესში - რა რისკებს ხედავს Iset-ი?

საქართველოს ბიზნეს სექტორში რუსული გავლენა განსაკუთრებით ელექტროენერგიის სექტორში შეინიშნება. ქართულ ბიზნესში რუსულ გავლენებზე ანგარიში აისეტის კვლევითმა ცენტრმა წარადგინა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რუსი ბიზნესები ან რუსეთის მოქალაქეები უშუალოდ ფლობენ ან აკონტროლებენ ელექტროენერგიის გამომუშავების, მიწოდების, გადაცემის ან ვაჭრობის პროცესს. აისეტი IDFI-ის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“, რომელიც თელასს, ხრამჰესი 1-ს, ხრამჰესი 2-სა და თელმიკოს მაჟორიტარი აქციონერია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსული კავშირები ენერგოსექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებშიცაა გამოკვეთილი, რომლებიც დაახლოებით, 751 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. რუსეთის ინტერესები ასევე სხვა არაერთ კომპანიაშია, მათ შორის საუბარია მტკვარი ენერჯიში. კვლევის ავტორების განცხადებით, ელექტროენერგეტიკის სექტორში რუსული ბიზნეს კავშირების არსებობა საყურადღებოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები