რუსული ენერგეტიკული გიგანტი „გაზპრომი“ ევროპაში თავის ერთ-ერთ უკანასკნელ დასაყრდენს კარგავს.
როგორც ცნობილი გახდა, ბოსნია და ჰერცეგოვინის მთავრობამ ოფიციალურად მიიღო ამერიკული AAFS Infrastructure and Energy-ის წინადადება მილსადენის პროექტის მშენებლობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დაკავშირებას ხორვატიის კუნძულზე მდებარე გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალთან, რაც ბოლოს მოუღებს რეგიონში „გაზპრომის“ მონოპოლიას.
ამჟამად ბოსნია და ჰერცეგოვინა სრულად არის დამოკიდებული თურქულ მილსადენზე, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში მხოლოდ რუსული LNG შედის.
ახალი, $200-მილიონიანი პროექტი, რომლის მშენებლობაც 2026 წელს დაიწყება, ქვეყანას ენერგეტიკულ ალტერნატივას შეუქმნის. ამასთან, ამერიკული მხარე მხოლოდ მილსადენით არ შემოიფარგლება, რადგან გეგმა ასევე მოიცავს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას, არსებული მილსადენის გაფართოებასა და სარაევოსა და მოსტარის აეროპორტების მოდერნიზაციას.
ამ ყველაფერთან ერთად, 2027 წლიდან ევროპა სრულად შეწყვეტს რუსული გაზის იმპორტს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში „გაზპრომის“ მონოპოლია დასასრულს უახლოვდება და რუსეთი ვეღარ მომავალში შეძლებს ევროპულ ბაზარზე დაბრუნებას.




























