გაუქმებული ჯავშნების ფონზე ბიზნესმა ზარალის დათვლა დაიწყო და პროგნოზირებს, რომ თუ რეალობა არ შეიცვლება ზაფხულის ტურისტულ სეზონს მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება. კანონმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ტურიზმის ინდუსტრიაში... საფრთხეშია ტურისტული სეზონის წარმატება- ეს ფრაზა კი ტურიზმის ალიანსის განცხადებაში იკითხება, რომელიც გუშინ გავრცელდა. ამის პარალელურად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია წელს რეკორდულ ნიშნულზე იქნება. რა გავლენა აქვს მიმდინარე პროცესებს ტურიზმის სექტორზე, რამდენად მასშტაბურია ტურისტების მხრიდან საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების გაუქმება და რას უნდა ველოდოთ მიმდინარე სეზონზე?
სტუმარი: თამუნა თანდაშვილი - საქართველოს ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებელი;