84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა გუშინ ე.წ რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო. სანამ კანონი საბოლოო სახეს მიიღებს წინ ვეტოს პროცედურებია. პრეზიდენტმა უკვე თქვა, რომ ის გამჭვირვალობის სახელით ინიცირებულ კანონს ვეტოს დაადებს. მესამე მოსმენიდან 10 დღეში კანონი პრეზიდენტს გადაეცემა, მას კი 2-კვირიანი ვადა აქვს ვეტოს მოსამზადებლად. მმართველმა პარტიამ მხედველობაში არ მიიღო არც მრავალათასიანი პროტესტი, არც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოწოდებები.
გუშინ, დღის ბოლოს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა პირდაპირ თქვა, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ მოვა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში, თუ ძალადობა განხორციელდება დემონსტრანტებზე და შესუსტდება დემოკრატია, აშშ-ის მხრიდან გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
ქვეყნის პრემიერი კი სამართლებრივ არგუმენტებს ითხოვს, ორგანიზაციების მიერ დეკლარაციის შევსება რატომ მოდის წინააღმდეგობაში სტანდარტებთან და მხოლოდ ამის მერე განიხილავენ ამ კანონის ცვლილებას. არის თუ არა გამჭვირვალობის სახელით მიღებული კანონი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები?
სტუმარი: ქეთევან ჩხატარაშვილი - ჯანდაცვის სპეციალისტი;