ქართულ ოცნებაში აღიარებენ, რომ რუსული კანონი ბანკებსაც ეხება. როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, კანონი სექტორს ინფორმაციის გაცემას აპრიორი არ ავალდებულებს, თუმცა თუ ამას იუსტიციის სამინისტრო მოითხოვს, ბანკს მისი გაცემა მოუწევს. რა სახის ინფორმაციის გაცემას ავალდებულებს რუსული კანონი ბანკებს და სად არის წითელი ხაზი, მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ. ორი დღეა დუმს ეროვნული ბანკიც.