ე.წ რუსული კანონის მიღება და დასავლური ქვეყნების მიმართ მტრული რიტორიკა ინვესტიციებს შეაფერხებს - ანალიტიკოსები პროცესების ეკონომიკაზე გავლენას ელიან. როგორც უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ მაღალი იყო ფინანსური სექტორის დაინტერესება საქართველოს მიმართ, თუმცა სადაზღვევო კომპანიებმა საქართველო უკვე მაღალი რისკის ქვეყნებში შეიყვანეს და არ მისცეს ინვესტორებს რეკომენდაცია საქართველოში რისკის გაწევაზე... შეშფოთებას არ იზიარებენ საქართველოს მთავრობაში, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი დღესაც ამტკიცებდა, რომ საქართველო არჩეული კურსს არ გადაუხვევს და ქვეყანა ინვესტორებისთვის ისევ მიმზიდველი იქნება?
სტუმარი: ნათია სესკურია - უსაფრთხოების კვლევების რეგიონული ინსტიტუტის (RISS) დამფუძნებელი/ RUSI-ს ასოცირებული მკვლევარი;