მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული კანონი“ I მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა

პარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყო, სადაც ბიუროზე დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით პირველი მოსმენით განიხილავენ "რუსულ კანონს", რომელსაც გუშინ, 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. პარალელურად, პარლამენტის შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს - არა რუსულ კანონს. აქციაზე არიან სხვადასხვა ონლაინ მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს სხდომის პარალელურადაც აპროტესტებენ. აქვე აღსანიშნავია, რომ ონლაინ მედიის და რადიოს ჟურნალისტები პარლამენტში უკვე მეორე დღეა, არ დაიშვებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები