პარლამენტში პლენარული სესია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე გაიხსნა. დაპირისპირება შალვა პაპუაშვილის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას მოჰყვა, რომელიც გუშინ საპოლიციო ძალებმა აქციაზე სცემეს. ეს კი ოპოზიციამ გააპროტესტა. უმრავლესობის წევრებმა კი მათ წყლის ბოთლები და წიგნები ესროლეს. სასესიო დარბაზში, სადაც ე.წ რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ახლაც ხმაურია. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი უკვე გააძევა. რა ხდება საკანონმდებლო ორგანში?